ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი სირიიდან სამხედროების გამოყვანას იწყებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიიდან ჯარებს გაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

პუტინის თქმით, სირიაში განლაგებულმა სამხედროებმა ექვსი თვის მანძილზე თავიანთი მისია შეასრულეს.

გავრცელებული ინფორმაციით,  პუტინი სირიის პრეზიდენტ ბაშალ ალ ასადს ტელეფონით ესაუბრა და სამხედროების გამოყვანის გადაწყვეტილება აცნობა.

კრემლის პრესმდივანის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილის გამოყვანას 15 მარტიდან დაიწყებს.

“ვთვლი, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დაკისრებული დავალებები ბოლომდე შესრულებულია. აქედან გამომდინარე, 15 მარტიდან სირიიდან ჩვენი სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილების გამოყვანას დავიწყებთ. ჩვენმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი, გუნდურობა, საკუთარი ქვეყნის საზღვრებისგან მოშორებით ბრძოლის უნარი.

რუსეთის სამხედრო ძალებისა და სირიის პატრიოტული ძალების დახმარებით მოვახერხეთ რადიკალურად შეგვეცვალა მდგომარეობა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში “, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი სირიის კრიზისში 2015 წლის სექტემბრიდან ჩაერთო.

იტვირთბა....