დაკავებულის ადვოკატები ჟურნალისტებან საუბრისას ამტკიცებენ, რომ დაკავებულებს ფარულ, უკანონო ვიდეომასალებთან წვდომა არ ჰქონდათ და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ.
როგორც თავად დაკავებულის შვილი ამტკიცებს, მამასთან ურთიერთობა დიდი ხანია არ ჰქონია, რადგან მას სხვა ოჯახი ჰყავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მას უკანონო ჩანაწერებთან წვდომა არ ექნებოდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ბრალდებით კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე წუხელ, ღამით დააკავეს.
დაკავებულის სახლიდან სამართალდამცველებმა კომპიუტერები და მეხსიერების ბარათები ამოიღეს.
ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის ვასილ ჯამალაშვილის მამაა. ვასილ ჯამალაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს კუდ-ის თანამშრომელი იყო.
მისი შექმნილია ის ვირუსული პროგრამა, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იყო ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერში შეღწევა, ინფორმაციის მიღება და სატელეფონო საუბრების ჩაწერა. პროკურატურამ ბრალი დაკავებულებს ოფიციალურად წაუყენა.