უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ანკარაში, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ანდრეი სიბიგამ უკრაინა-ნატო-ს საბჭოს სხდომაზე პარტნიორებს რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმების შედეგების, ბრძოლის ველზე უკრაინის შედეგებისა და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ განხორციელებული შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ანდრეი სიბიგამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„პუტინი ფსონს ბალისტიკურ ტერორზე ჩამოდის. შესაბამისად, ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენას არ ნიშნავს, არამედ ეს გზას წარმოადგენს, რათა მოსკოვს ომის შეწყვეტა ვაიძულოთ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

