ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გუშინ ჩემმა შვილებმა სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს რაჭა, ჩემივე ავტომობილებით” – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ, მეწყერის ჩამოწოლამდე რამდენიმე საათით ადრე, თავისი შვილების მიერ რაჭის დატოვების საკითხზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, მისი სამი შვილი ნამდვილად იმყოფებოდნენ რაჭაში დასასვენებლად და მათ სასტუმრო სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს.

„ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე“, – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....