ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

,,დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან” – ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა შოვში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ ადამიანებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან

„ნაწილი ამოცნობილია, რა ინფორმაციაც მე მაქვს, მაგრამ ყველა არა. დაკარგულებში, სამწუხაროდ, ბავშვები არიან. სამედიცინო დახმარების კუთხით, ადგილზე მობილიზებულია სხვადასხვა ტიპის ბრიგადა, სხვადასხვა კვალიფიკაციის. ალტერნატიული გზა გაჰყავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ გზით მოხდება ადგილამდე მისვლა“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობამ 11-ს მიაღწია, რამდენიმე ათეულ ადამიანს კი ეძებენ.

იტვირთბა....