ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნუცუბიძის პირველ პლატოზე აფეთქება მოხდა

აფეთქება მოხდა ნუცუბიძის პირველ პლატოზე. საცხოვრწებელი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც სტამბა და საკანცელარიო ნივთების საწყობია განთავსებული, სავარაუდოდ ავტომობილში ჩასამონტაჟებელი გაზის ბალონი აფეთქდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ საცხოვრებელი კორპუსიც დააზიანა. განდგურებულია სტამბის და საკანცელარიო ნივთების საწყობის დიდი ნაწილი.

დაშავებულია ორივე დაწესებულების 8 თანამშრომელი. ისინი კლინიკებში არიან გადაყვანილი. ადგილზე იმყოფება პოლიცია და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

იტვირთბა....