ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სანსეტ შოვის“ რეაბილიტაციის დროს მდინარის კალაპოტი შეცვალეს – გელა მთივლიშვილი

„მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ რეაბილიტაციისას მდინარის კალაპოტი შეცვალეს.

მთივლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს სასტუმრობა „ქართული ოცნების“ წევრ ილია წულაიასთანაა დაკავშირებული.

„მოხდა ისე, რომ „სანსეტ შოვის“ რეაბილიტაციის დროს შეცვალეს მდინარის კალაპოტი, ამ ადამიანებს შორის ამის გამო იყო კონფლიქტი. ეს სანსეტ შოვი არის არქი ჯგუფთან დაკავშირებული სასატუმრო, კერძოდ, ილია წულაიასთან და ის ვერაფერს გახდა ამ გავლენიან ჯგუფთან ამ საკითხის გადაწყვეტაში. გუტაშვილი მიიჩნევს, რომ მათ შორის, ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი, რამაც ეს სტიქია ამ მოცულობით განავითარა მისი კოტეჯების ტერიტორიაზე, არის ეს არხიც“, – ამბობს მთივლიშვილი.

შეგახსენებთ, „სანსეტ შოვი“ მეწყერში მოყვა. რაჭაში მეწყერი გუშინ ჩამოწვა. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობამ 11-ს მიაღწია, რამდენიმე ათეულ ადამიანს კი ეძებენ.

იტვირთბა....