ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პროკურატურა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პირის დაკავებას ადასტურებს

მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კუდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ჯამალაშვილია დაკავებული.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე, პროკურატურაში ამის შესახებ ჯერჯერობით არ საუბრობენ.

“ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაკავებულია ზურაბ ჯამალაშვილი, სხვა დეტალებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ”, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტით პირადი ცხოვრების ამსახველი ორი ვიდეო გავრცელდა.

იტვირთბა....