ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მაშველები შიშველი ხელებით არ უნდა მუშაობდნენ“ – თეა გოდოლაძე რაჭაში ჩამოწოლილ მეწყერზე

რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით „მეტრონომი“ გეოლოგ თეა გოდოლაძეს ესაუბრა.

გოდოლაძემ თქვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევებისთვის სახელმწიფოს არ გააჩნია საჭირო ვერტმფრენები და სპეციალური აღჭურვილობა.

მისი თქმით, მეწყერის ზონაში მაშველები შიშველი ხელებით არ უნდა მუშაობდნენ და ასევე, არ შეიძლება ჭალაში კოტეჯებისა და სასტუმროების აშენება.

[su_quote] სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებაზე გეტყვით იმას, რომ მაშველები შიშველი ხელებით არ უნდა მუშაობდნენ.

ასევე მეწყერს თავიდან ვერ აირიდებ, მაგრამ რისი თავიდან არიდებაც შეიძლება არის ის, რომ კოტეჯები და სასტუმროები ორი მდინარის შეერთების ადგილას, ჭალაში არ უნდა აშენებულიყო. ეს იყო პრევენციული ზომა.

რაც შეეხება მაია ბითაძის განცხადებას, რომ 2 კმ-მდე ტერიტორია დაახლოებით 5 მილიონამდე ინერტული კუბური მასით არის დაფარული, საიდან დათვალეს ეს მონაცემები არ ვიცი. ჯერ სატელიტური მონაცემები არ გვაქვს და ასე უცებ დრონს ვერ გადაიღებდნენ. ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვიდრე ჩვენ თვითონ არ დავიწყებთ ამის შემოწმებას. [/su_quote]

– განაცხადა თეა გოდოლაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ამ დროის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

იტვირთბა....