ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაჭაში მომხდარზე პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია – მიხეილ დაუშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი გუშინ რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი აზრით, ახლა პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია.

„სანამ ერთი ადამიანის გადარჩენაც კი შესაძლებელია, იქამდე ყველა პოლიტიკური განცხადება, რასაც ვხედავთ სხვადასხვა სივრცეში, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია. დღეს მხარდაჭერა სჭირდებათ მაშველებს და ვისაც შეუძლია მათი დახმარება სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობით, მაგალითად დრონებით, თუ სხვა საშუალებებით, ყველას მოვალეობაა ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ, ესაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა დაუშვილმა.

ამ დროის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

იტვირთბა....