ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გადმოყვანილი – პაპუნა მარგველიძე

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, მეწყერის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გადმოყვანილი.

„მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. ასევე, შტაბის მუშაობაც არ შეწყვეტილა, ყველანი აქ ვიყავით, ადგილზე, ვიღებდით ინფორმაციას და შესაბამისად, ხდებოდა რეაგირება.

დღეს, ამ პერიოდისთვის, ვერტმფრენმა შეასრულა 9 რეისი, გადმოიყვანა 140 ადამიანი. სულ, გუშინდლისა და დღევანდლის ჩათვლით, გადმოყვანილია 210 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა უკვე დატოვა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და წასულები არიან სახლებში. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა, ჩვენ ვანაწილებთ აქ ადგილზე, სხვადასხვა ოჯახებში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს“, – განაცხადა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერი ჩამოწვა.

მეწყერმა რამდენიმე ათეული ადამიანი მოიყოლა, მათ შორის, ბავშვები.

სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....