ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია, ვითარება მძიმეა“ – ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ შოვში, სტიქიის ზონაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია. არეალისა და ჩამოსული მასის გათვალისწინებით უპრეცედენტოა. ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. შესაბამისად, ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ამ მომენტისთვის და მთელი ღამის განმავლობაში დასჭირდებათ. ხვალ დაგეგმილია უკვე მათი გამოყვანა. ამავდროულად, დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. 400 მაშველია ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ღამის განმავლობაში დაახლოებით 150 მაშველია ადგილზე“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერი ჩამოწვა.

მეწყერმა რამდენიმე ათეული ადამიანი მოიყოლა, მათ შორის, ბავშვები.

იტვირთბა....