ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ძნელი მისახვედრი იყო, რომ სასწრაფოდ ეთხოვათ თურქეთისთვის ან აზერბაიჯანისთვის შესაბამისი ტექნიკით დახმარება, რათა სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებულიყო?!“ – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოცუალური ქსელით გუშინ, რაჭაში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, სახელმწიფოს რეაგირების თემას გამოეხმაურა.

„ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა 15.10-ზე.
თუ მანამდე არა, 16.00-სთვის შესაბამისი სამსახურებისთვის უკვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ დაბნელებამდე სამაშველო სამუშაოებს ვერ დაასრულებდნენ, ხოლო ღამის საათებში სამუშაო ტექნიკა არ ჰყავდათ.
ძნელი მისახვედრი იყო, რომ სასწრაფოდ ეთხოვათ თურქეთისთვის, ან აზერბაიჯანისთვის შესაბამისი ტექნიკით დახმარება, რათა სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებულიყო?!…
P.S. გაპრავების დიდოსტატი “ექსპერტებისთვის” , რთული რელიეფით რომ ხსნიან ყველაფერს, აქვე ვიტყვი – მინიმუმ, არსებობს სითბური ხედვის აპარატურით აღჭურვილი დრონები…“, – წერს ის.

შეგახსენებთ,

გუშინ რაჭაში, შოვში, მჟავე წყლებთან, მეწყერი ჩამოწვა.

ამ დროის ინფორმაციით, მეწყერის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

იტვირთბა....