ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაათავისუფლა თუ არა პოროშენკომ თანამდებობიდან სააკაშვილი? (ვიდეო)


.
უკრაინულმა გამოცემამ odessit.ua-ს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა  ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილის გადაყენების შესახებ ბრძანებაში თარიღი ღიად არის დატოვებული, რადგან  მოქმედი გუბერნატორის შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, რომელთა შორის ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსები არიან.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელიდან უარყო.

“ინფორმაცია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანლის გათავისუფლების შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება”,- დაწერა სვიატოსლავ ცეგოლკომ.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით ესაუბრა და მასთან ერთად რეგიონის განვითარების პროექტები განიხილა.

იტვირთბა....