ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბრალდება დონალდ ტრამპს – ექსპრეზიდენტს სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულს ედავებიან

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ ბრალი წაუყენა.

საქმე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

გამოძიება ფოკუსირებული იყო დონალდ ტრამპის ქმედებებზე ორთვიან პერიოდში : არჩევნებში მისი დამარცხებიდან კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, როდესაც მისი მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ.

„არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მან გაიმარჯვა. ეს პრეტენზიები მცდარი იყო და ბრალდებულმა იცოდა, რომ მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდა, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა, უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია”, – აღნიშნულია საბრალდებო დასკვნაში.

ტრამპს გამოძიება 4 საქმეს ედავება:

  • შეთქმულება აშშ-ის მოტყუების მიზნით;
  • შეთქმულება ოფიციალური პროცედურების შეფერხების მიზნით;
  • სამსახურებრივი პროცედურების დაბრკოლება და ხელის შეშლის მცდელობა;
  • შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების დარღვევის მიზნით.

მათგან 2 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....