ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრობლემა არის ბევრი, მაგრამ შესაძლებელია ყველაფრის დალაგება და მოგვარება“ – ჯაფარიძე ენმ-ის შიდა პროცესებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ენმ-ის შიდაპარტიულ პროცესებზე ისაუბრა.

ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ლევან ხაბეიშვილისა და ნიკა მელიას პოზიციები დაახლოვდება და პარტია კონსოლიდაციას შეძლებს.

„მე დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით, გარკვეულ შეთანხმებამდე მივალთ და შევძლებთ ერთობლივი ძალებით ბრძოლას რუსეთის და ფაშისტური წყობის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თითოეული ეს ადამიანი ჩვენი პარტიისთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ტყვეობაში გვყავს მიხეილ სააკაშვილი, პარტიის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი და ტყვეობაშია ქვეყანა. პრობლემა არის ბევრი, მაგრამ შესაძლებელია ყველაფრის დალაგება და მოგვარება. ვესაუბრები ყველას და დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის კონსოლიდირება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

იტვირთბა....