ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა არის დასავლეთთან მესიჯი – „მე ჩემი გზა მაქვს“ – სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ბევრ საკითხზე, მათ შორის, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა.

სამადაშვილის თქმით, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში აუცილებლად იქნებოდა რუსეთის ხელშეწყობა.

ასევე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ მხრიდან არის მესიჯი დასავლეთისთვის, რომ „მე ჩემი გზა მაქვს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არცერთი მოთხოვნა არ არის შესრულებული, ევროკავშირი მაინც ფიქრობს, თუ როგორ მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და სურს, რომ ამ არჩევანს პატივი სცეს. მაგრამ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამას ხელს უშლის, მათ შორის, იმით რომ არ ასრულებს მოთხოვნებს, ასევე, გზავნილი, რომ მე ახლა სტრატეგიულ ურთიერთობებს ვავითარებ ქვეყანასთან, რომელიც პოზიციონირებს დამოუკიდებელ მოთამაშედ, რომელიც ანტაგონისტურ ურთიერთობებშია დასავლეთთან. ეს არის იმის „მესიჯი“, რომ მე, ჩემი გზა მაქვს.

ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მიმართ, დასავლეთში ფრთხილი დამოკიდებულებაა. იმიტომ, რომ ჩინეთის საგარეო პოლიტიკური ამოცანა უკავშირდება მისი რეჟიმის ინტერესებს. ჩინეთი არის ერთპარტიული, ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რომ მე ჩემი განვითარების გზა მაქვს, რომელიც არ აღირებს იმ ღირებულებებს, რომელზეც დასავლეთია დაყრდნობილი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხზე ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

იტვირთბა....