ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს კაცი საკუთარ კლინიკურ დიაგნოზს ადასტურებს” – გია ხუხაშვილი კობახიძეს პასუხობს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერებულ ერთ-ერთ მოსაზრებას გამოეხმაურა.

„ეს კაცი ადასტურებს საკუთარ კლინიკურ დიაგნოზს. არასოდეს ვყოფილვარ არც ერთ პარტიაში და არც ერთ სიაში. არც ვაპირებ.
ქართული ოცნების სიის შედგენაში კი მიმიღია მონაწილეობა და შემიძლია გითხრათ, რომ კობახიძისნაირი მძიმე შემთხვევის იქ მოხვედრას ნამდვილად არ დავუშვებდი…“, – წერს ის.

შეგახსენებთ, დღეს კობახიძემ თქვა, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები – ეკა ბესელია, გია ხუხაშვილი, გიორგი გახარია – ერთად რომ დააჯგუფო, 1%-საც ვერ იაღებენ, ამიტომ მათ მიერ პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებასაც სერიოზულად არც განიხილავს.

იტვირთბა....