„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე თემაზე ისაუბრა.
ის შეეხო „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების – ეკა ბესელიას, გია ხუხაშვილის, გიორგი გახარიას – მიერ ახალი პოლიტიკური ჯგუფის შესაძლო შექმნის საკითხსაც.
კობახიძის თქმით, ის ამ თემას სერიოზულად არც განიხილავს.
„მათი მაქსიმუმი არის 1% და შესაბამისად, სერიოზულად ვერ განვიხილავდი მათ დაჯგუფებას“, – აღნიშნა კობახიძემ.