“გავერთიანდეთ – რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით”, – მიხეილ სააკაშვილმა “კოალიციას ცვლილებისთვის” გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს განცხადება მესამე პრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
“ჩემი ინიციატივა იყო თავიდან ყველანი ერთად გავერთიანებულიყავით, ნუ ეს არ გამოდის, მე ახლა კიდევ ერთხელ ვუბრუნდები ინიციატივას ახლების მიმართ, რომ ჩვენ მაინც გავერთიანდეთ, პარალელურად იმისა, რომ ისინი ერთიანდებიან. გავერთიანდეთ იმისათვის, რომ რაც უფრო მსხვილები ვიქნებით, მით უფრო ძლიერი ვიქნებით. “ნაციონალური მოძრაობა” ყველა შემთხვევაში ამ არჩევნებში გავა პირველ ადგილზე, საერთოდ ეჭვი არ მეპარება ამაში, იმიტომ რომ ხალხმა ყველაფერი გადააფასა და ეს არის ახალი “ნაციონალური მოძრაობა”, ძალიან ბევრი ახალი სახით, ახალი იდეებით, ენერგიებით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.