ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რუსული გემი იქცა რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ“ – ნიკა მელია ბათუმში შემოსულ ლაინერზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალური ქსელით ბათუმში მიმდინარე რუსული საკრუიზო ლაინერის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

„რუსული გემი იქცა რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ, ისევე როგორც რუსული გემისათვის გაცემული პასუხი იქცა რუსული ოკუპაციისათვის გაცემული პასუხის – არდანებების სიმბოლოდ.
კარგია, რომ გემის მარშუტიდან ამოღებულია ბათუმი, თუმცა ყოველკვირეულად ათობით რეისი ჯდება რუსეთიდან და რაც მთავარია – რუსული ხელისუფლება ზის მყარად მთავრობაში.
რუსული მთავრობის “შედეგებთან” ბრძოლით, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება და თავს უფლება, გამოგვაშვებინონ ორთქლი, გამარჯვება გვაზეიმონ, როგორც ვიზეიმეთ რუსული კანონის შემთხვევაში და შემდეგ “მივიღეთ” რუსული ფრენა; უნდა გვახსოვდეს, მიზეზია დასამარცხებელი, რომ გაქრეს შედეგები…
ამისთვის კი მიზანზე ორიენტაცია, თანმიმდევრულობა, რეალობის სწორი აღქმა და შესაბამისი მუდმივი ბრძოლაა საჭირო“, – წერს ის.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....