ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს პროვოკაციას ემსახურება“ – გურამ მაჭარაშვილი ბათუმის აქციაზე

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ბათუმში მიმდინარე რუსული საკრუიზო ლაინერის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, ეს აქცია პროვოკაციულია, რადგან ხალხს რუსეთიდან სახმელეთო გზით შემოსულ მოქალაქეებზე პროტესტი არ ჰქონია.

„ვინც შემოდის მანქანით, თვითმფრინავითა და გემით, ეს იქნება რუსეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, განსხვავება რა არის, ეს უნდა ახსნან. იმიტომ, რომ როდესაც შენ მიზეზზე ხარ, რომ როგორმე აქ პროვოკაცია მოაწყო, ეს მარტივად გასაშიფრია. ეს გაუგებარი არ არის. ეს გასაგებია, იმიტომ, რომ ეს პროვოკაციას ემსახურება, რაც არ გამოუვათ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....