[su_quote] ბათუმმა გაიმარჯვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბათუმელებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, მათ შორის, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, დადეს გამარჯვების მნიშვნელოვანი პრეცედენტი, სადაც „ასტორია გრანდეს“ თავისი პუტინისტი მგზავრებით, პროპაგანდისტებით, ადამიანებით, რომლებიც არღვევენ საოკუპაციო კანონს, არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიად აფხაზეთსა და ცხინვალს, ამ ადამიანებს ვეღარ ვიხილავთ და აღარ ვიხილავთ.
სამწუხარო მოვლენაა, მე თანავუგრძნობ აქ მყოფ პოლიციელებს, რომლებსაც უწევთ ძალიან მძიმე, სავარაუდოდ, მათთვის ღირსების შემლახავი საქმის შესრულება, ეს მათ სახეებზე აწერიათ, იცავენ პროპაგანდისტ პუტინისტებს და ამ დროს აკავებენ ეროვნული საკითხებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს და სამოქალაქო აქტივისტებს. ეს არის სამწუხარო მოვლენა და არის დეგრადაციის, ჰიბრიდული ომის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ ადამიანების გონებაში ჩადოს პუტინისტი, კანონის დამრღვევი ადამიანები, თითქოსდა უნდა დასეირნობდნენ ჩვენს ქალაქში. არა, სტუმარი არის სტუმარი და პუტინისტი, მტერი, მოწინააღმდეგე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოპონენტი ვერ იქნება ჩვენი სტუმარი. [/su_quote]
– აღნიშნა „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.
Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.
გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.