ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მივესალმები ყველა სტუმარს…“ – აზარაშვილი რუსული ლაინერით შემოსულ ტურისტებზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მედიასთან სოჭიდან ბათუმში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც რუსი ტურისტები შემოიყვანა.

„მე მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა. ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით“,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....