ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ლუსტრაცია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი სისტემატიზაცია“ – ქაცარავა საქართველოში რუსეთის ინტერესების დამცველებზე

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოში რუსეთის ინტერესების დამცველთა რეესტრის შექმნის შესახებ წერს.

„უნდა შეიქმნას იმ ადამიანების საჯარო სია, რომლებიც რუსეთის ინტერესებს იცავენ საქართველოში.
ლუსტრაცია მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი სისტემატიზაცია.
“პუტინის მონების რეესტრი”
ასე უნდა ერქვას ამ სიას, რომელიც არასოდეს წაიშლება და მომავალ თაობებს მოუყვება იმ მოღალატეების შესახებ, ვინც საქართველოს გამალებით აბარებს რუსეთს“, – აღნიშნავს ქაცარავა.

იტვირთბა....