ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმში შეკრებილმა აქტივისტებმა პატრულის მანქანაზე წარწერა “პოლიცია” “მილიციით” შეცვალეს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ ბათუმში შეკრებილმა აქტივისტებმა პატრულის მანქანაზე წარწერა “პოლიცია” “მილიციით” შეცვალეს.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....