ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბათუმის ნავსადგურში საპროტესტო აქცია გრძელდება – მგზავრების ნაწილმა ლაინერი უკვე დატოვა

ბათუმის ნავსადგურის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გრძელდება. საკრუიზო ლაინერის მგზავრების ნაწილმა უკვე დატოვა ტერიტორია.

აქციის მონაწილეებმა ავტობუსებს წყლის ბოთლები და კვერცხები დაუშინეს, თუმცა პოლიციის დახმარებით მათ ადგილის დატოვება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

ფოტო: მირიან მელაძე

იტვირთბა....