“ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
„დააკავეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელსაც წაართვეს ტელეფონი, დროშა, პირადი ნივთები, არ აძლევენ ზარის განხორიციელების შესაძლებლობას!“, – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.
Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.
გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.