ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში არეულობა და რადიკალიზაცია სურს, რუსული დავალებების შემსრულებელი საოკუპაციო რეჟიმია“ – სამადაშვილი

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალური ქსელით ბათუმში მიმდინარე რუსული საკრუიზო ლაინერის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

„რატომ არ აფრთხილებს მთავრობა რუსულ გემს, რომ არ ღირს ბათუმში გაჩერება, შექნილი ვითარების გამო?

ზუსტად იმავე ლოგიკით, რომლითაც გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, გავრილოვი ჩასვა კობახიძემ მის სავარძელში; იგივე ლოგიკით, რომლითაც დაჩქარებული წესით მიიღეს რუსული კანონი…

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში არეულობა და რადიკალიზაცია სურს, რუსული დავალებების შემსრულებელი საოკუპაციო რეჟიმია, რუსული ოცნების სახით“, – წერს სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....