უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსულმა აგრესიამ ამოწურა თავი ბრძოლის ველზე.
„რუსულმა აგრესიამ ამოწურა თავი ბრძოლის ველზე. დღეს არის ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” 522-ე დღე, რომელზეც რუსეთის ხელმძღვანელობას ეგონა, რომ ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა.
უკრაინა ძლიერდება. თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს. და ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.