ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა აქციის მონაწილე ქართველებს ქვები დაუშინეს

დილიდან ხმაურია ბათუმის პორტში, სადაც რუსული საკრუიზო ლაინერი პუტინის ომის მომხრე პროპაგანდისტებით დატვირთული შემოვიდა.

ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში რუსების უკონტროლო შემოსვლას მწვავედ აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ მათ რუსეთის გაბრაზებულმა მოქალაქეებმა ქვები დაუშინეს.

ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქეც.

ბათუმის პორტში მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ამ დროისთვის უკვე დაკავებულია 20-მდე პირი

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. ისინი აცხადებენ, რომ რუსების ადგილი საქართველოში არ არის.

ფოტოს ავტორი: მირიან მელაძე

იტვირთბა....