სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზების შსახებ კვლევა ჩაატარა.
კვლევის მიხედვითაც, 2013-2022 წლებში გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც ქართულ სკოლებს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების გამო ტოვებს.
„მკვეთრად არის გაზრდილი სწავლის მიტოვების მაჩვენებელი საზღვარგარეთ ოჯახთან გამგზავრების გამო. შემთხვევების 47% უკავშირდება სწორედ ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრებას უკავშირდება. საზღვარგარეთ გამგზავრების პირობებში რამდენად ახერხებენ ჩვენი მიგრანტი მოქალაქეები იქ განათლების მიღებას ენობრივი ბარიერის, სოციალურ-ეკონომიკური ბარიერის გამო, ეს ცალკე პრობლემაა და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ამ მიგრირებული მოსწავლეებისთვის რაიმე ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზების მექანიზმები და ინსტრუმენტები ჩვენს სისტემაში არ არის“, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, შალვა ტაბატაძემ.