შსს ადასტურებს, რომ გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი დაკავებულია.
შეგახსენებთ, დღეს, 29 ივლისს, გლდანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა ტროტუარზე ავარდა და იქ მდგომ სამ პირს დაეჯახა, გოგო ადგილზე დაიღუპა.
25 წლის ნათია ამარიანი ორსულად იყო. ამარიანს 1 წლის შვილი დარჩა.