ახალი ამბები მთავარი სამართალი

დადგება თუ არა დათა ახალაიას და მერაბიშვილის დაკითხვის აუცილებლობა? – სერჟანტ როინ შავაძის საქმე

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მკველობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები ციხიდან სასამართლოში მიიყვანეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული 8 პირი 15 წლის მანძილზე ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ და გამოძებას არასწორ ჩვენებას აძლევდნენ.

საქმის პროკურორმა დაასახელა პირები, რომლებითაც, შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს.

„ბრალდებულები 15 წლის მანძილზე მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით, რათა არ გახსნილიყო მოცემული დანაშაული. ისინი 15 წლის განმავლობაში კოორდინირებულად, გამოძიებას აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას, ყალბი შემუშავებული ვერსიის შესაბამისად, რათა არ დადგენილიყო კონკრეტულად მათი დანაშაულებრივი ქმედებები. თეიმურაზ პატარიძის მიერ დავალება მიღებული იყო არა მხოლოდ თვალთვალზე, ზოგადად როინ შავაძის პიროვნების შესწავლაზე. დავალება მას მიღებული ჰქონდა ხელმძღვანელისგან. კონსტიტუციური დეპარტამენტის იმდროინდელი ხელმძღვანელი გახლდათ დავით ახალაია, ხოლო შსს-ს მინისტრი ივანე მერაბიშვილი“, – აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

როინ შავაძე 2008 წელს ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი პროკურატურის ვერსიით, მაშინდელი კუდის თანაშრომლებმა სავატომობილო გზაზე ჩაცხრილეს.

იტვირთბა....