ახალი ამბები

„ჩინეთის საკითხზე ღლიცინი არ მოსულა… ამას დანახვა უნდა“ – რას ამბობს გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და სტრატეგიული ურთიერთობების საკითხს გამოეხმაურა.

„ჩინეთის საკითხზე ღლიცინი არ მოსულა. მშვენიერია და ამას დანახვა უნდა. ყოველ შემთხვევაში ბატონის ბატონთან პირდაპირ იკონტრაქტო უკეთესია. უფრო სერიოზულად კი – იდიოტობაა ახლა იმაზე საუბარი დასავლეთს უღალატეს და ჩინეთს მიეყიდნენ. მიყიდულები რომ ვართ, მიყიდვაც მაგას ჰქვია.
ჩინეთმა სულ ორიოდე წლის წინ ნახევარი ირანი იყიდა, ეგ ახსოვს ვინმეს?
საკმაოდ საინტერესოა პოლიტიკური კონტექსტითაც – მუდმივად ვიმეორებ, არ შეიძლება განასთან და საქართველოსთან ერთი და იმავე ჰაიდლაინით ურთიერთობა და იქნებ ამაზეც დაფიქრდეს ის, ვინც უნდა დაფიქრდეს.
ჰო, ვაჭრობას რაც შეეხება, ეს ბაზარი აქამდეც ღია იყო, მაგრამ განსაკუთრებით მეღვინეები რუსულს აწვებოდნენ. ამათ ხომ მაინც ვერ ისწავლეს ჭკუა და მეხუთე კოლონასაც საკმაოდ აძლიერებენ საკუთარი ფინანსური ინტერესებით. მოკლედ, ვიმეორებ, საკმაოდ საინტერესო სვლაა. ეკონომიკურად განსაკუთრებით, ჩვენისთანა ზარმაცი და ამჩემფეხება ერისთვის“, – აღნიშნავს ის.

შეგახსენებთ, გუშინ ჩინეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეწვია. ის ჩინეთის მმართველს, სინ ძინპინსაც შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და განიხილეს და ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასაც.

იტვირთბა....