ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართული ოცნება” სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეში დამნაშავეებს ხელს აფარებს – ირაკლი კუპრაძე

“ლელოს” წევრი ირაკლი კუპრაძე საგანგებო ბრიფინგზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მკველობის საქმეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ამ საქმის თანამონაწილეა და ის დამნაშავეებს ხელს აფარებს.

კუპრაძემ აღნიშნა, რომ ამ საქმის ორი მთავარი ფიგურანტი – ერსან კონცელიძე და ვასილ როინიშვილი – სახელმწიფო ინსტიტუტებში უმაღლეს თანამდებობეს იკავებენ.

„აგვისტოს ომის მონაწილე სასტიკად მოკლეს და ჩაცხრილეს კუდის თანამშრომლებმა. ყველასთვის ნაცნობია ამ დანაშაულის სიმძიმე, როგორ დაფარა თავის დროზე ხელი ხელისუფლებამ დამნაშავეებს. დღეს ოცნება გამოდის და გონორით საუბრობს, თითქოს სამართლიანობის აღდგენა დაიწყეს, რაც არის ტყუილი და ნაძირლობა მათი მხრიდან. მხოლოდ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ განახლდა საგამოძებო მოქმედებები, როინ შავაძის სამქესთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ახლა დაკავეს კუდის რამდენიმე თანამონაწილე მკვლელობისა, მაგრამ დღემდე ისევ დაუსჯელები რჩებიან მთავარი მოქმედი პირები, რომლებმა შავაძის საქმე გააყალბეს. დაზარალებულის სტატუსისც კი არ მიანიჭეს მის ოჯახს.

საუბარია ვასილ როინიშვილზე, რომელიც ამ პერიოდიში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი პროკურორი და შავაძის საქმის ზედამხედველი პროკურორი. 2020 წელს ის ოცნება, ჩვენი პროტესტის პარალელურად დანიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. ამის შემდეგ კიდევ უფრო დაწინაურეს და არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდოამრის მოადგილე. პირი, რომელზეც ევროსასამართლო ამბობს, რომ პროკურატურამ არაფერი გააკეთა შავაძის საქმის გამოძებისთვის, პირიქით, ხელს უშლიდა მას და იყო ერთ-ერთი გამყალბებელი.

მეორე პირი – რესან კონცელიძე, რომელიც ოცნებამ აქცია დეპუტატად და ბათუმის მაჟორიტარად. პირი, რომელიც იყო მტავარი გამომძიეელი შავაძის საქმისა და მახს ხელს ადებს შავაძის ოჯახი და ადვოკატი. სწორედ მან გააყალბა მტკიცებულებები და მიაწოდა პროკურატურას.

ისინი ორივე დღეს იკავებენ უმნიშვნოლავენს სახელმწიფო ინსტიტუტებში უმაღლეს პოზიციებს.

ქართული ოცნება სერჟანტ თავაძის მკვლელობის საქმეში არის თანამონაწილე. მმართველი გუნდი მფარველობს საქმის მთავარ მონაწილეებს. ოცნება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მოვუწოდებთ, კონცელიძეს და როინიშვილს, აიღონ პასუხისმგებლობა ამ უმძიმეს საქმეზე და დატოვონ თანამდებობა“, – განაცხადა კუპრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი, ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

როინ შავაძე 2008 წელს ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი პროკურატურის ვერსიით, მაშინდელი კუდის თანაშრომლებმა სავატომობილო გზაზე ჩაცხრილეს.

იტვირთბა....