ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთი უიმედოდ ეძებს იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია – ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ჩრდ. კორეაში ვიზიტს გამოეხმაურა.

„მე ეჭვი მეპარება, რომ ის იქ დასასვენებლად ჩავიდა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უიმედოდ ეძებს მხარდაჭერას, იარაღს, სადაც კი ეს შეუძლია, რათა გააგრძელოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

ჩვენ ამას ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, რომელმაც რუსეთს მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდა, რომელსაც ის უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყენებს“, – განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, შოიგუ ჩრდ. კორეაში, 26 ივლისს, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების უზრუნველსაყოფად იმყოფებოდა.

იტვირთბა....