ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია, მაგრამ დიდი სიფრთხილით – კახა ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აქ დიდი სიფრთხილეა გამოსაჩენი.

„ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფოა, რომელსაც გააჩნია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, შესაბამისად, ეს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით შესაძლებლობის ფანჯრებს აოთხმაგებს. მაგრამ აქ საკითხავია ღარიბაშვილის ვიზიტი და საინტერესოა იმ კუთხით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღინიშნა. ამ მოცემულობაში ბევრი unknown unknowns (უცნობი-უცნობია). რას ნიშნავს ეს? რას ითვალისწინებს? ხელშეკრულების რა ჩარჩოებს ითვალისწინებს? ითვალისწინებს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურაში ჩინეთის ინვესტირებას?

როდესაც სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი იდეოლოგიურად კომუნისტური სახელმწიფოა.

საბოლოო ჯამში ჩინეთთან ვაჭრობა აუცილებელია. სხვათა შორის, ჩინეთთან ამ ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი გიორგი გახარიამ მოაწერა და ეს იყო დიდი გამარჯვება. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც აღიარებდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი სიფრთხილეა გამოსაჩენი“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ჩინეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეწვია. ის ჩინეთის მმართველს, სინ ძინპინსაც შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და განიხილეს და ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებასაც.

იტვირთბა....