ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მცირედი, მაგრამ რესურსი არის, ამოვატრიალოთ მდგომარეობა – ბაჩო დოლიძე ენმ-ის შიდაპარტიულ ვითარებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ ენმ-ის შიდაპარტიულ მოვლებეზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დოლიძის თქმით, პარტიაში ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბრუნება ლოგიკურია, რადგან ის დავით კეზერაშვილთან ასოცირდება. იგივე შეიძლება ითქვას გიგი უგულავაზეც.

რაც შეეხება პარტიის დატოვების საკითხს, დოლიძემ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ერის მცირე რესურსი, რომ მდგომარეობა შიგნიდან შეიცვალოს.

„ნამდვილად ვერ ვხედავ ჩემს ადგილს იქ, სადაც არაფორმალური მმართველობის ელემენტებია. რაღაც პრინციპები ხომ არსებობს? არ მიღირს არავითარი მანდატი იმის სანაცვლოდ, რომ გავჩუმდე. თუ [პარტიიდან წასვლის] გადაწყვეტილება მივიღე, ამის შესახებ ძალიან ღიად ვიტყვი და ამის მოტივაციასაც გავიგებთ, მაგრამ დღეს ნამდვილად არ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ვინაიდან, მგონია, რომ მცირედი, მაგრამ მაინც რესურსი არის დარჩენილი. იქნებ ამოვატრიალოთ მდგომარეობა“, – განაცხადა დოლიძემ.

იტვირთბა....