ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

32 წლის საქართველოს მოქალაქემ აფთიაქი 10 ივლისს დააყაჩაღა. დამნაშავეს ადგილობრივი პოლიცია თვეზე მეტ ხანს ეძებდა და იგი 27 ივლისს დააკავეს.

საქართველოს მოქალაქე აფთიაქში ადგილობრივი დროით ღამის 8 საათზე შეიჭრა, დანისა და ყალბი იარაღის მუქარით 1 200 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მოპედით მიიმალა.

იტვირთბა....