ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რა გინდათ, საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?“ – ქადაგიშვილი ბათუმის აქციაზე

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გუშინ, ბათუმში, ქართველების მიერ რუსული საკრუიზო ლაინერისა და ტურისტების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, გუშინდელი აქცია სიტუაციის დაძაბვას ემსახურებოდა.

„რა გინდათ, რას მოვაღწიოთ, საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? თუ სადმე რუსი არსებობს, ამიტომ, ყველაფერს საბოტაჟი და ობსტრუქცია გამოვუცხადოთ? – ვხედავთ, რომ ტენდენციაა სიტუაციის დაძაბვის და როცა პროვოკაციას პროვოკაციით პასუხობ, სწორედ ეს იწვევს ობსტრუქციას. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბოს და ესკალაცია მოახდინოს. იქ მოქალაქეების მიყვანაც გარკვეულწილად ოპოზიციის მოწოდებით მოხდა. თუ ნაკლებად შევეცდებით, რომ სიტუაციის ესკალაცია მოვახდინოთ, ეს იქნება უკეთესი. ყოველთვის იქნება შესაძლებელი, რომელიმე გემზე რუსი მოვძებნოთ, რომელიც რაღაცას იტყვის და ამის გამო მუდმივად დაძაბულობაში ვიყოთ? – არც ხელგაშლილ მიღებაზეა საუბარი. არის გემი, რომელზეც უამრავი უცხოელი ტურისტია და ვიღაც რუსი ტურისტი, ამიტომ, ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბათუმის აქციას ქაჯობა უწოდა.

იტვირთბა....