ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ყველამ ვიცით ქართველების სტუმართმოყვარეობა, თუმცა არ არის გასაკვირი, რომ ეს რეაქცია მოყვა“ – დეგნანი რუსულ საკრუიზო ლაინერზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გუშინ, ბათუმში, ქართველების მიერ რუსული საკრუიზო ლაინერისა და ტურისტების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის რეაქცია აბსოლუტურად გასაგებია.

„საკრუიზო გემთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო ქართველი ხალხის რეაქცია და თქვენ ეს იხილეთ. ქართველი ხალხი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას. ყველამ ვიცით ქართველების სტუმართმოყვარეობა, თუმცა არ არის გასაკვირი, რომ მათ ეს რეაქცია ჰქონდათ იმ ადამიანებზე სტუმრობაზე, ვინც ახდენს საქართველოს ოკუპაციას, ვინც აიძულებს რომ ოჯახები დაიყოს, ვინ აკავებს საქართველოს მოქალაქეებს. ქართველი ხალხის რეაქცია, რაც ვნახეთ, იყო გასაგები“, – განაცხადა დეგნანმა.

იტვირთბა....