ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური გვერდით ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა.

„საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....