პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა კონსტიტუციური კანონის პროექტი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის მიზანი “კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის უფრო მკაფიო ფორმულირებაა.”
ინიციატივის მიხედვით, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.”
“არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, კონსტიტუციური ნორმა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო და ნათელი ფორმულირებით, რაც ნათლად გამოხატავს ნორმის შინაარსს და მოხსნის ამ ნორმის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ კითხვებსა და წუხილებს საზოგადოების დიდ ნაწიში,”- აღნიშნულია კანონპროექტის განამრტებით ბარათში.
კონსტიტუციურ კანონის პროექტს ხელს 80 დეპუტატი აწერს, მათ შორის ორი „რესპუბლიკური პარტიიდან“. 80 დეპუტატისგან შემდგარ სიაში არ არიან ენმ-ს წევრები, ინიციატივას მხარს თავისუფალი დემოკრატები და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.
საკონსტიტუციო ცვლილებეს “რესპუბლიკური პარტია” მხარს არ უჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა.
პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.
კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.
netgazeti.ge