ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრე პროკუდინის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში რუსებმა ხერსონის ოლქი 55-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც, დაიღუპა პორი ადამიანი.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 55 შეტევა, გაისროლა 300 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან“, – წერს პროკუდინი.