ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილები დააკავეს: მათ შორის ერთი ქალია

 

ანკარაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დაკავებულია. თურქეთის ქალაქ შანლიურფაში, ანკარაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

თურქი სამართალდამცავების მტკიცებით, ერთ-ერთი ტერორისტი ქალი იყო, რომელიც “ქურთების მუშათა პარტიის” წევრია. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას ოფიციალური ანკარა დიდი ხანია ითხოვს.

გავრცელებული ცნობით, ავტომობილი, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გუშინ აფეთქდა, სწორედ შანლიურფას პროვინციაში იყო ნაყიდი. ამჟამად, დაკავებულები რეგიონული პოლიციის შენობაში იმყოფებიან, მოგვიანებით კი მათ ანკარაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, ტერაქტი ანკარაში გვიან ღამით განხორციელდა, შედეგად დაიღუპა 37, ხოლო დაშავდა 125 ადამიანი.

 

იტვირთბა....