პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეოკადრების გავრცელების თემაზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინსიტრმა, თეა წულუკიანმა. მისი თქმით, მსგავსი შანტაჟი ხელისუფლებასა და მედიაში მყოფ ქალებს ვერ შეაშინებს:
„ჩვენი ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამ კადრების შექმნასა და გავრცელებაზე, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, შემქმნელები და გამავრცელებლები იყვნენ იდენტიფიცირებული. თუ მსგავსი გაგრძელდება, ეს ჩვენ ხელისუფლებას ვერ დაანგრევს. ხელისუფლებასა და მედიაში მყოფ ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს. ეს არის განწირული დარტყმები. ჩვენ, ქალები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას იქ, სადაც ვართ და არავის შიშის გამო არასად გაქცევას არ ვაპირებთ. ყველა უნდა ვიდგეთ ერთ პოზიციაზე, დავიცვათ ერთმანეთი და ვიყოთ სოლიდარულები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.