ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას დიდი ხა­ნია არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო თქვენს გა­გე­ბას­თან“ – რას წერს ოდესის ეპარქიის მეუფე

ოდე­სის ეპარ­ქი­ის მე­უ­ფე, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ვიქ­ტო­რი რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის პატ­რი­არქ კი­რილ­სა და რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­დის წევ­რებს მიმართავს.

წერილში რუსების მიერ ოდე­სა­ში, მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ტა­ძარ­ზე, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­ზეა სა­უ­ბა­რი.

„დღეს, როცა ოდე­სის მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ტა­ძარ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის და­სას­რულს მი­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, რომ თქვენ მიერ „კურ­თხე­უ­ლი“ რუ­სუ­ლი რა­კე­ტა პირ­და­პირ წმინ­და­თა ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველს მოხ­ვდა, მივ­ხვდი, რომ უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას დიდი ხა­ნია არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო თქვენს გა­გე­ბას­თან“, – აღნიშნულია მთა­ვა­რე­პის­კო­პო­ს ვიქტორის წერილში.

შეგახსენებთ, რუსებმა ოდესა და, მათ შორის ოდესის მა­ცხოვ­რის ფე­რის­ცვა­ლე­ბის ტა­ძარი, კვირას დაბომბეს.

იტვირთბა....