ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსული რაკეტების სამიზნე არის ადამიანობა და მთელი ევროპული კულტურის საფუძვლები – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას რუსების მიერ უკრაინის დაბომბვაზე ისაუბრა.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რუსეთის ქმედება დაგმო.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც უკვე დაგმო რუსული ბოროტების მორიგი გამოვლინება. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, შეეგუონ ტერორისტულ თავდასხმებს. ყველა ამ რაკეტის სამიზნე არ არის მხოლოდ ქალაქები, სოფლები ან ხალხი. მათი მიზანია ადამიანობა და მთელი ჩვენი ევროპული კულტურის საფუძვლები. ისეთი ტერორისტები, რომელთაც მსოფლიოს დაპყრობა შეეძლოთ, ჯერ არ ყოფილან და ვერც ესენი შეძლებენ…

ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება შემდეგი კვირის ღონისძიებებისთვის, რომლებიც აუცილებლად გააძლიერებს უკრაინულ თავდაცვას. მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერის ახალი პაკეტებისთვის. ყველაფერი, რაც რუსი ტერორისტების დამარცხებასთან გვაახლოებს, მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია ყველას ერთიანობაზე და მონდომებაზე, მათზე, ვინც აფასებს თავისუფლებას, კულტურასა და სიცოცხლეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, კვირას რუსეთმა ოდესა, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესია, დაბომბა.

იტვირთბა....