ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესის სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე იერიში მიიტანა – არიან დაშავებულები

ოდესას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრესსმდივნის ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა “კალიბრის” ტიპის რაკეტებით ოდესაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

“მტერი აგრძელებს ტერორს და ეს უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან. ამ ღამით მტერმა ოდესის ოლქში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყა, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურება სცადა. პირდაპირ (დაარტყა) მარცვლეულის შესანახ ფარდულებს და საწარმოს, სადაც ინახებოდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა” – აღნიშნა ოლეგ კიპერიმ.

იტვირთბა....